ნარმანია ფარცხალაძის ქონებაზე-,,ყველაფერი კანონმდებლობის, წესებისა და პროცედურების დაცვითაა განხორციელებული"

Image

დედაქალაქის მერი, დავით ნარმანია, ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის მიწის მიყიდვასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

ნარმანია ამბობს, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა და ყველაფერი კანონმდებლობის, წესებისა და პროცედურების დაცვითაა განხორციელებული. მისივე თქმით, დეტალური კომენტარის გაკეთება, მხოლოდ აუდიტის სამსახურის დასკვნის შემდეგ იქნება შესაძლებელი.



"როგორც კი აუდიტის დასკვნა გამოქვეყნდება და ვნახავთ, რასაკვირველია, შევძლებთ გავაკეთოთ დეტალური კომენტარი. წინასწარ კომენტარის გაკეთება, ჩემი აზრით, მიზანშეწონილი არ არის. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ყველაფერი კანონმდებლობის, წესებისა და პროცედურების დაცვითაა განხორციელებული. ასე რომ, არამგონია რაიმე სამართალდარღვევას ჰქონდეს ადგილი",- განაცხადა ნარმანიამ.



შეგახსენებთ, რომ დღეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" ის დოკუმენტები გაასაჯაროვა, რომელსაც აუდიტის სამსახური შეისწავლის და რომელიც ფარცხალაძისთვის მიწის გადაცემის საკითხს ეხება. დოკუმენტები პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გაასაჯაროვა.



ირაკლი ნადირაძის ინფორმაციით, საქმე ეხება მიწის ნაკვეთს, რომელის ადგილმონაცველობასაც ამჟამად ოთარ ფარცხალაძის კუთვნილებაში მყოფი კომპანია 2010 წლიდან ითხოვდა, თუმცა, მოთხოვნა თბილისის მერიამ მხოლოდ მას შემდეგ დააკმაყოფილა, რაც კომპანიის მფლობელი ყოფილი მთავარი პროკურორი გახდა. ნადირაძის თქმით, ოთარ ფარცახალაძე მიწის ნაკვეთზე, სადაც რეკრეაციული სივრცის მოწყობა იგეგმებოდა, ოთხი ოცსართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს.


თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?