-
2017-05-15 21:44
სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობას, ომბუდსმენის აპარატი საკუთარი სურვილით დააკვირდება.
ნანუაშვილი ამბობს, რომ ლაშა თორდიაზე განხორციელებული თავდასხმის გამოძიება ერთგვარი ტესტი იქნება საგამოძიებო ორგანოებისთვის.
"ჩვენ საკუთარი ინიციატივით ვიწყებთ ამ საქმის შესწავლას, დავაკვირდებით გამოძიების მიმდინარეობას. მე იმედი მაქვს, რომ ამჯერად მაინც მოხდება ადეკვატური რეაგირება და ეს საქმე იქნება გამოძიებული, მით უმეტეს, როდესაც არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი.
როდესაც ძალადობის არაერთი ფაქტი კონკრეტული თანამდებობის პირებზე თუ პოლიტიკურ ფიგურებზე განხორციელდა, სამწუხაროდ, ეს ფაქტები გამოძიებული არ იყო. ეს არის ერთგვარი ტესტი საქართველოს საგამოძიებო ორგანოებისთვის",- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ლაშა თორდიაზე თავდასხმა 12 მაისს მოხდა. აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი, თავდასხმაში ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ადანაშაულებს.