ნინო ჩხეიძე: "მე ჩემი ხალხის და ქვეყნის მომღერალი ვარ, კონცერტი პოლიტიკური არ იყო"

Image

მომღერალი ნინო ჩხეიძე სოჭში მისი მონაწილეობით გამართულ კონცერტთან დაკავშირებით გაჩენილ აზრთა სხვადასხვაობას ეხმიანება. ის წერს, რომ კონცერტზე დამსწრეთა 98% პროცენტი ქართველი იყო და რომ მზადაა, მათთვის ყველგან იმღეროს, სადაც დაუძახებენ. ნინო ჩხეიძის განმარტებით, მისი კონცერტი პოლიტიკური არ იყო.



"12 მაისს სოჭში გაიმართა ჩემი სოლო კონცერტი, რომელმაც არაჩვეულებრივად ჩაიარა. კონცერტს ესწრებოდა 800 ადამიანი და მათგან 98 % ქართველები იყვნენ.


დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს, ასეთი თბილი დახვედრისთვის და სიყვარულისთვის. თითქმის ყველა სიმღერა რაც შევასრულე, ზეპირად იცოდნენ და ჩემთან ერთად მღეროდნენ, კონცერტის მერე თითოეული მათგანი მოდიოდა ჩემთან და მეუბნებოდა, თუ როგორი ბედნიერები არიან იმით, რომ იმყოფებოდნენ ქართულ საღამოზე(კონცერტი ქართულ ენაზე 2 საათზე მეტხანს გრძელდებოდა, სადაც ჩემთან ერთად არაჩვეულებრივი ქორეოგრაფიული ანსამბლი "ივერია" და ჩემი მეგობრები გამოდიოდნენ ).
ორგანიზატორები კი იყვნენ სომეხი ეროვნების ბიჭები, რომლებსაც არანაერი საერთო არ აქვთ პოლიტიკასთან, მათ მითხრეს რომ გამოკითხვის შედეგად იქ მცხოვრებ ქართველებს ყველაზე მეტად აინტერესებდათ ჩემი კონცერტის ნახვა. რაც შეეხება ჩემს პოზიციას მე ყველა ქართველი მიყვარს, სადაც არ უნდა იყვნენ, მით უმეტეს, როცა ვხედავ, რა ბედნიერები არიან, როცა მხედავენ და როგორ უყვართ ჩემი სიმღერები.
მნიშვნელობა არ აქვს ეს ადამიანი სოჭში ცხოვრობს, მოსკოვში, იტალიაში, ისრაელში, ამერიკაში, საბერძნეთში, გერმანიაში თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, მე ყოველთვის სიამოვნებით ვიმღერებ მათთვის, სადაც არ უნდა დამიძახონ. მე ვარ ჩემი ხალხის და ჩემი ქართველების მომღერალი.


მათ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ აქვთ ქართული ოჯახები, ზრდიან თავიანთ ბავშვებს ქართული ტრადიციებით და ბევრ მათგანს იმაზე მეტად უყვარს საქართველო, ვიდრე ფარისეველ, ფაცებოოკ ჩასაფრებულ რამდენიმე ადამიანს, რომლებიც ვერც ვერასოდეს მიხვდებიან, რას გრძნობენ ემიგრაციაში მყოფი ადამიანები, როდესაც უსმენენ ქართულ სიმღერას და უყურებენ ქართულ ცეკვას, გულანთრბულები თავისი ქვეყნის სიყვარულით .
არ აქვს მნიშვნელობა სად ცხოვრობს ჩემი ხალხი, ისინი ქართველები არიან და ჩვენ ერთნი ვართ.
მე ვფიქრობ, ამ ხალხს უფრო მეტი ყურადღება, მხარდაჭერა და სითბო ჭირდებათ ჩვენგან.
ვიმეორებ: ჩემი კონცერტი არ ყოფილა პოლიტიკური, მე ვარ ჩემი ხალხის, ჩემი ქართველების მომღერალი და ყველგან ვიმღერებ მათთვის. ასე რომ, მეტი პოზიტივი ხალხნო...
ნუ იძაბებით და ნუ ქმნით უბედურებას ...", - წერს ნინო ჩხეიძე.


შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სოჭში მომღერალმა ნინო ჩხეიძემ, ნიკა არაბიძემ და ვახო ბიჭიკაშვილმა ადგილობრივი ქართული დიასპორისთვის კონცერტი ჩაატარეს, რომელიც საპროდუსინგო კომპანიის მიერ იყო ორგანიზებული. კონცერტის რეპერტუარი ქართულენოვანი იყო და მასში ადგილობრივი ქართული ანსამბლი "ივერიაც" მონაწილეობდა. კონცერტის მომზადებაში ადგილობრივი ხელისუფლება ჩართული არ ყოფილა. სოჭში ამ ჯგუფის გასტროლს არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?