ელისო კილაძემ სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

Image

“ქრონიკა +“-ის მთავარმა რედაქტორმა საქართველოს პროკურატურაში სუსის უფროსის მოადგილის სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა და  თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების და სავარაუდოდ, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტებზე გოგაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოითხოვა.


კონკრეტულად,  სოსო გოგაშვილის მეუღლემ   თეა მარტყოფლიშვილმა თბილისში, სექტორი ვაკე ,კვარტალი 16 შეიძინა არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა 250 კვ/ მ.ამ სექტორში მიწის საშუალო ღირებულება მერყეობს 200 -300 $ ის ფარგლებში,სოსო გოგაშვილს 2016 წლის დეკლარაციაში მითითებული აქვს რომ მისი მეუღლე მუშაობს შპს  საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში ადმინისტრაციის უფროსის  მოადგილის თანამდებობაზე  და მას  ნაღდი ფულის სახით აქვს 25 000 ლარი.

 

შესაბამისად, მნიშვნელოვანია თეა მარტყოფლიშვილმა პასუხი გასცეს კითხვას, რა სახსრებით შეიძინა აღნიშნული მიწის ნაკვეთი.


მეორე ფაქტი სოსო გოგაშვილის ქალიშვილის სახელზე გაფორმებულ მშენებარე ბინას ეხება .  ნინო გოგაშვილი,მამის  2015 წლის დეკლარაციის მიხედვით მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში  გენერალურ ინსპექციაში  მთავარ სპეციალისტად და მისი წლიური ანაზღაურება შეადგენს  16352 ,50    ლარს.  ნინო გოგაშვილის სახელზე  რეგისტრირებულია თბილისში ცაგარელის  # 82-ში მიწის ნაკვეთი 1026 კვ/მ, შენობა ნაგებობებით საერთო ფართი 6731 კვ/მ .მათ შორის  საცხოვრებელი ფართობი 4164.9 კვ/მ, კომერციული ფართობი 370.6 კვ/მ, საზაფხულო ფართობი 736.9 კვ/მ ავტოსადგომის ფართობი 995.5 კვ/მ. ამავე სახლში სოსო გოგაშვილის ცოლისდის ხათუნა მარტყოფლიშვილის სახელზე ორი ბინაა რეგისტრირებული ( #6 და #6 ა )

 


„ქრონიკა +“-ის მიერ  მოკვლეული ფაქტობრივი მასალების მიხედვით შესაძლოა სუსის უფროსის მოადგილის სოსო გოგაშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას და უფლებამოსილების გადამეტებას,ამიტომ მნიშვნელოვანია ობიექტური გამოძიება ჩატარდეს და დადგინდეს შეძენილი ქონებების თანხის წარმომავლობა,რადგან არც ერთ ქონებაზე საბანკო სესხი და იპოთეკა  გაფორმებული არ არის,-აცხადებს ელისო კილაძე.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?