-
2017-05-15 13:36
ევროპის ჩემპიონი, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი დაჭრილია. ინფორმაციას "იმედი" ავრცელებს. სპორტსმენს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
ჯერჯერობით ცნობილი არაა გარემოება, სადაც დათუნაშვილმა ჭრილობა მიიღო. ის ე.წ. არამიანცის კლინიკაშია გადაყვანილი.
მომხდარს ადასტურებს შსს, სადაც აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ს 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი 7 მაისს ევროპის ჩემპიონი გახდა. დათუნაშვილმა ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
მოჭიდავე, რომელიც რამდენიმე თვეში მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა წასულიყო, სავარაუდოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ასპარეზობაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.