სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის დაკითხვა მიმდინარეობს. საგამოძებო უწყების წარმომადგენლები ალადაშვილის კლინიკაში ცოტა ხნის წინ მივიდნენ.
როგორც ლაშა თორდიას მეუღლე აცხადებს, თორდია დაკითხვისთვის მზად არის. მისივე თქმთ, გენერალური აუდიტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას მკურნალობა უტარდება.
ექიმების განმარტებით, ლაშა თორდიას სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერა სავარაუდოდ ორ დღეში მოხდება.
შეგახსენებთ, რომ გენერალურ აუდიტორს თავს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაესხა