
სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელი თავდასხმაში ყოფილ მთავარ პროკურორ, ოთარ ფარცხალაძეს ადანაშაულებს.
განცხადება თორდიამ, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-თან საუბრისას გააკეთა. თორდიას თქმით, თავდასხმისას ოთარ ფარცხალაძესთან ერთად 3-4 პირი იმყოფებოდა.
აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ განხორციელებული თავდასხმა სახელმწიფო აუდიტში მის საქმიანობას უკავშირდება.
მისი თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამზადებს დასკვნას, რომელიც მთავარი პროკურატურის საქმიანობის სწორედ იმ პერიოდს, როდესაც პროკურატურას ოთარ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა.