პირი, რომელიც, საგანელიძის თქმით, რუსეთს წარმოადგენდა, აფხაზეთიდან რეპატრიანტია

Image

სონერ გოგუა, რომელთან ერთადაც საქართველოს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე ჩინეთში გამართულ ფორუმში მონაწილეობს და საერთო ფოტოებიც აქვს გადაღებული, და რომელზეც მან განაცხადა, რომ ის არა დე ფაქტო აფხაზეთს, არამედ რუსეთს წარმოადგენდა, აფხაზეთიდან რეპატრიანტია, 1992 წლამდე თურქეთში ცხოვრობდა და, როგორც ერთერთ ინტერვიუში 2014 წელს ამბობდა, აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ არც აფხაზური იცოდა და არც რუსული.

 

ინტერვიუში, რომელიც "სპუტნიკმა" 2014 წელს გამოაქვეყნა (მაშინ გოგუა აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი იყო, - რედ.), სონერ გოგუა აფხაზეთთან კავშირზე ჰყვება, თუმცა, არსად არაფერს ამბობს რუსეთთან კავშირებზე. რუსეთთან მისი რაიმე სახის კავშირი არაა მითითებული არც ვიკიპედიაში გამოქვეყნებულ მის ბიოგრაფიულ მონაცემებში.


"ჩემს ისტორიულ სამშობლოში პირველად 1992 წელს ჩავედი და არც აფხაზური ვიცოდი, არც რუსული, თითო სიტყვაც კი. მაგრამ მთავარი ხომ მონდომებაა და ახლა მე თავისუფლად ვსაუბრობ ჩემს მშობლიურ ენაზე", - ამბობდა სონერ გოგუა.


"1992 წელს, როცა გავიგე, რომ ქართველები აფხაზეთში შეიჭრნენ, მაშინვე იქეთკენ გავეშურე. მე მოხალისედ ვიბრძოდი თურქებთან, ადიღეელებთან, ყაბარდო-ბალყარელებთან ერთად. ჩვენმა რაზმმა უამრავ შეტაკებაში მიიღო მონაწილეობა და ქვეყნის დამოუკიდებლობა დავიცავით", - ჰყვება სონერ გოგუა "სპუტნიკთან".
შეგახსენებთ, დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ სონერ გოგუა ფორუმზე რუსეთის სახელით იყო წარმოდგენილი, ამასთან, აღნიშნა, რომ საერთო ტკივილზე დაელაპარაკება ყველას, ვისაც სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობა არა აქვს მიღებული, იქნება ის ოსი თუ აფხაზი:


"რაც შეეხება ოსი და აფხაზი წარმომავლობის ადამიანებთან ურთიერთობას, რომელთაც მონაწილეობა არ მიუღიათ სამხედრო კონფლიქტებში. ჩემი პირადი პოზიციაა, საქმიანი ვიზიტების დროს თუკი მომიწევს მათთან, როგორც სხვა ქვეყნების დელეგაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა, მზად ვარ ხელი ჩამოვართვა და ჩვენს საერთო ტკივილზე ვესაუბრო".

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?