
ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. ძალოვან სტრუქტურებში საკადრო გადაადგილებებნი დაიწყეს.
როგორც აფხაზურ ფორუმებზე იტყობინებიან, დე ფაქტო შს მინისტრი ასლან კობახია თანამდებობიდან გადაყენებულია.
კობახიას ადგილზე გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია ინიშნება.
ოფიციალური ინფორმაცია ე.წ. შს მინისტრის გადაყენებაზე, ჯერჯერობით, არ გავრცელებულა.