უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი სამხედროს შესახებ მიხეილ სააკაშვილი წერს

Image

უკრაინის ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ზონაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ფოტოს და მასზე მონაცემებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აქვეყნებს, რომელიც დაღუპულის ოჯახს უსამძიმრებს და წერს, რომ დავით სიხარულიძე სოფელ ნოვოლუგანსკთან დაიღუპა.

 

"კიდევ ერთი ქართველი ოფიცერი გმირულად დაეცა დონბასში. დავით სიხარულიძე ოკუპანტებს ჯერ კიდევ აფხაზეთში 1992-93 წლებში ებრძოდა. საქართველოში სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ გერმანიაში ბუნდესვერის სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა.


2015 წლამდე ის მაიორი იყო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, მაგრამ იქედან წამოვიდა, უკრაინაში გადავიდა და "აიდარის" წევრი გახდა. ის სოფელ ნოვოლუგანსკთან, საბრძოლო დავალების შესრულებისას დაიღუპა. 44 წლის იყო, ცოლი და ორი შვილი დარჩა.


უკვე სათვალავი ამერია, მერამდენე ქართველი დაიღუპა რუსეთ-უკრაინის ომში. ასეულობით ქართველი ამ დრომდე აგრძელებს უკრაინის დასაცავად ბრძოლას. უკრაინის პრეზიდენტის მიერ საზეიმოდ დადებული ფიცის მიუხედავად, არცერთს არ მიუღია უკრაინის მოქალაქეობა.


ამის მიუხედავად, ისინი აგრძელებენ უკრაინის დასაცავად ბრძოლას და იღუპებიან კიდეც, ისევე, როგორც 34 უკრაინელი დაიღუპა აფხაზეთში, ხოლო ბევრმა, მათ შორის გიორგი ღონღაძემ, იქ ჭრილობა მიიღო.


იბრძვიან რა უკრაინაში, ქართველები უკრაინელ გმირებს ვალს უბრუნებენ. ისინი თავისუფალი საქართველოსთვის იბრძვიან, მაგრამ ამავდროულად, უკრაინას ტავიანთ მეორე სამშობლოდ მიიჩნევენ. შემთხვევითი არაა, რომ უცხოელებს შორის უკრაინაში დაღუპულთაგან ყველაზე მეტი ქართველია. დაე, მსუბუქი იყოს მათთვის უკრაინული მიწა...", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?