
ლუჟკოვი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას მისი სპეციალურ სიაში ჩასმის შესახებ, უგუნურსა და გაუგებარს უწოდებს. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს:
„როგორც წესი მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები, მოსდევს რაიმე სახის ქმედებას, რომელიც საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება. ამ შემთხვევაში მე საქართველოში ტურისტული მიზნით ვიმყოფებოდი, ტურისტულ გუნდთან ერთად. ჩვენი მოგზაურობა ორგანიზებული იყო ქართული ტურისტული სააგენტოს მიერ ,“ - აცხადებს იური ლუჟკოვი.