
საქართველოს პრეზიდენტი ეკა ბესელიასა და მთავრობის წევრების კრიტიკას პასუხობს.
,,მე არ გამიკეთებია განცხადება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს ვიყრი და, შესაბამისად, ჩემს არგაკეთებულ განცხადებაზე გაკეთებული კომენტარები მომწონს," - ასე გამოეხმაურა მარგველაშვილი ეკა ბესელიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი ვითარებას წარმოაჩენს ისე, თითქოს საპრეზიდენტო არჩევნებში გარანტირებული ჰქონდეს გამარჯვება.
” მე არჩევნებში მონაწილეობაზე საერთოდ არ გამიკეთებია განცხადება და პოლიტიკოსი განცხადებას რომ არ აკეთებ და მაინც კეთდება კომენტარები, ეს უკვე რაღაც საინტერესო ვითარებაა. მე არ გამიკეთებია განცხადება, რომ არეჩვნებში კენჭს ვიყრი და შესაბამისად, ჩემს არგაკეთებულ განცხადებაზე გაკეთებული კომენტარები მომწონს”,- განაცხადა პრეზიდენტმა.