-
2017-05-11 20:13
ეკა ბესელიას მიერ პრეზიდენტის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებს ეთანხმებიან მმართველ გუნდში.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას, თქმით, მარგველაშვილმა ეს დამოკიდებულება დაიმსახურა. ჯეჯელავა პრეზიდენტს ქვეყნის ინტერესების წინა პლანზე წამოწევისკენ მოუწოდებს.
„პრეზიდენტი მარგველაშვილი თუ შეეცდება, რომ წარადგინოს ეს ცვლილებები, როგორც მის წინააღმდეგ მიმართული ცვლილებები, ძალიან საინტერესოა, რომელ მოდელში წარმოუდგენია თავის თავი წარმატებულად. ეს კრიტიკა დამსახურებულია, რომელიც ქალბატონმა ეკამ გააჟღერა,“ - აცხადებს ალექსანდრე ჯეჯელავა.
ბესელიას განცხადებით, პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევის შემთხვევაში, გიორგი მარგველაშვილს გამარჯვების არანაირი შანსი არა აქვს. ეკა ბესელიას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი ცდილობს, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საზოგადოებას საკუთარი მცდარი მოსაზრება მოახვიოს თავს.