-
2017-04-10 11:06
დიდი პატივია, რომ 26-29 მაისს საქართველოში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ტარდება და ამავე ღონისძიებაზე ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი იგეგმება.
საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი და ხელშესახები შედეგები ნატო-სთან ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში, ნატო-ს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მადლობა მინდა გადავუხადო ფორუმის ორგანიზატორებს - ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს და მის აპარატს,ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილებასა და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისს და მის ხელმძღვანელს დღევანდელი ფორუმის ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების საკითხზე მიმდინარეობს საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი და მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობაამ პროცესში, რაც, თავის მხრივ, საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელოვანი წინაპირობაა“,-განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, სახალხო დიპლომატიის ფორუმის ფორმატი იძლევა შესაძლებლობას, რომ განვიხილოთ ახალი გამოწვევები და სტრატეგიები, ერთმანეთს გავუზიაროთ საუკეთესო პრაქტიკა და შევაჯამოთ შედეგები.
„დღეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები და მასშტაბები, რომელთა წინაშეც დადგა მსოფლიო, ალიანსის წევრებისა და პარტნიორებისგან მოითხოვს სტრატეგიული კომუნიკაციის გაუმჯობესებას. ეს არის ეფექტიანი ბრძოლის საშუალება ევროატლანტიკურ სივრცეში და მის საზღვრებს გარეთ მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად. ამიტომაც იქცა სტრატეგიული კომუნიკაცია ჩვენი პოლიტიკის განუყოფელ ნაწილად.
ჩვენთვის დიდი პატივია, რომ 26-29 მაისს საქართველოში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ტარდება და ამავე ღონისძიებაზე ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი იგეგმება. ჩვენ ამას მივიჩნევთ როგორც ნატოს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილ