
უკრაინის რადაში სესია ჩხუბის გამო შეწყდა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრ ტურჩინოვმა ვითარების განსამუხტად შესვენება გამოაცხადა.
დაპირისპირება კომუნისტური ოპარტიის ლიდერის პეტრე სიმენკოს სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, რომელიც სეპარატისტებს განსხვავებული შეხედულებების მქონეებად არ მიიჩნევს.
მას ტრიბუნიდან ჩამოსვლა პარტია „სვობოდას“ წარმომადგენელმა აიძულა.