გურამ რჩეულიშვილმა საპატიმრო დატოვა

Image

გურამ რჩეულიშვილმა საპატიმრო დატოვა. სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებასთან მას ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები შეხვდნენ. 

 

 

შეგახსენებთ, რომ რჩეულიშვილი საქალაქო სასამართლომ დღეს 30 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

გურამ რჩეულიშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მოსამართლე მაია შოშიაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. 

 

პროკურატურამ მისი გათავისუფლების მოთხოვნა 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დააყენა, თუმცა საბოლოო ჯამში მოსამართლემ რჩეულიშვილი 30 ათას ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. რჩეულიშვილს 9 თვიანი პატიმრობის ვადა რამდენიმე დღეში ეწურებოდა.

 

მას გამოძიება დიდი ოდენობით თანხების მითვისებას ედავება, საქმე ეხება ბათუმის მაგნოლიის ეპიზოდს, საუბარია 19 მილიონ ლარზე.

 

სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან იმყოფება ცენტრ-პოინტის კრიზის-მენეჯერიც. ნიკა ბერიძე ამბობს, რომ კომპანიაში თითქმის დასრულდა მოლაპარაკება სხვადასხვა ინვესტორთან. მისი თქმით, მუშაობა მიმდინარეობს დაახლოებით 7 ინვესტორთან და ობიექტებზე შესვლა მაისის დასაწყისში იგეგმება. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?