შსს: დაკავებულია 5 პირი, ამოღებულია 13გრამი ჰეროინი

Image

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 5 პირი დააკავეს და 13 გრამი ჰეროინი ამოიღეს.

 

ამის შესახებ შსს-ს კრიმინალური დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს უფროსმა, მიხეილ ძაგნიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალასა და გურჯაანში, ხუთი პირი: 1993 წელს დაბადებული სურამი მ., 1987 წელს დაბადებული, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე რუსლან ი., 1990 წელს დაბადებული არაზ ა., 1983 წელს დაბადებული ელმადინ მ. და 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნიზადილ გ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს.

 

სამართალდამცველებმა სურამი მ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას - 24 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი, არაზ ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას - 3,2181 გრ ჰეროინი, ელმადინ მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას - 22 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი, ნიზადილ გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას - 23 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი, რუსლან ი.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი 3,9872 გრ ჰეროინი და 1,5 გრ ფსიქოტროპული საშუალება „პრეგაბალინი“ ამოიღეს.

სულ ამოღებულია, დაახლოებით, 13 გრამი ჰეროინი.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ხუთივე ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკორეალიზატორთა მიერ მოქალაქეთათვის მიყიდული 0,6069 გრამი ჰეროინი.

 

გამოძიება სურამი მ.-ს მიმართ საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, რუსლან ი.-ს მიმართ 260-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით და 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, არაზ ა.-ს მიმართ 260-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ნიზადილ გ.-ს მიმართ 260-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, ელმადინ მ.-ს მიმართ 260-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს.

 

აღსანიშნავია, რომ შს სამინისტრომ, მთელი საქართველოს მასშტაბით, 2016 წლიდან დღემდე, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების ბრალდებით 33 პირი დააკავა,"-განაცხადა მიხეილ ძაგნიძემ .

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?