
"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის", საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს კვლავ არ იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობა. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ მთავარი არა წინასწარი გამოკითხვა, არამედ არჩევნების შედეგებია, რომელიც მისი თქმით, არასდროს ემთხვევა კვლევის შედეგებს.
„გამოკითხვები, კვლევები ნაკლებად იმსახურებს ღრმა განხილვას ვინაიდან, არ მახსოვს რომელიმე კვლევა, რომელსაც მიახლოებული სურათი დაედო არჩევნების წინ. სიღრმისეული განხილვა მხოლოდ ხდება იმ შემთხვევაში თუ ვინმე იმ ციფრს დაინახავს, რომელიც მას მოწონს და მისთვის იმ მომენტში მოწონების რაღაც მიზეზს წარმოადგენს. ასე რომ, კვლევებს ნაკლებად შევხედოთ,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.