
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს მიერ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე დიდი პალატის დასაბუთებული გადაწყვეტილებას ეხმაურება. ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების რეალური მტკიცებულება არ ჰქონდა.
ხატიაშვილის თქმით, გადაწყვეტილება მიღებულია ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.
„ამ საქმეს არაფერი ჰქონდა საერთო სამართლებრივ რეგულაციებთან და ეს დადასტურდა დღევანდელი გადაწყვეტილებით, ვინაიდან ჩვენ დავინახეთ, რომ არანაირი მტკიცებულება რეალური, რასაც სასამართლო დაეყრდნო, არ არსებობდა.
სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ვფიქრობ, დასაბუთების გარეშე. მინიმუმ ორი მუხლი, კონვენციის მე-6 მუხლი, სამართლიანი სასამართლოს უფლება და კონვენციის მე-10 მუხლი - გამოხატვის თავისუფლების უფლება, რუსთავი 2-თან მიმართებაში კი არ დაირღვა, დაინგრა და განადგურდა,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.