-
2013-05-17 10:48
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია განმარტავს, რომ არა ავღანეთიდან ქართველი სამხედროების გამოყვანის, არამედ მათი რიცხვის შემცირების მომხრეა:
"ვუსამძიმრებ ყველა გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს...საქართველომ დიდი ,მსხვერპლი გაიღო დღესაც და ამ წლებშიც... მე დღეს ვთქვი რომ დავიწყოთ ფიქრი და საუბარი არის კი საჭირო ამ რაოდენობის ჯარისკაცის გაგზავნა ავღანეთში, მაშინ როცა ბევრმა ქვეყანამ შემაცირა თავისი სამხედრო კონტიგენტი და არ მითქვამს ის რაც გაავრცელა რამდენიმე სააგენტომ, რომ ვიფიქროთ საჭიროა თუ არა საერთოდ მონაწილეობა ქართული ჯარის ავღანეთში...მგონი არის განსხვავება!", - წერს ეკა ბესელია და მიიჩნევს, რომ მისი ადრინდელი განცხადება ზოგიერთმა მედიასაშუალებამ ინტერპრეტირებული სახით გაავრცელა.