საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტები საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ

Image

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი დღეს სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ, სადაც ადმინისტრაციული სასაზღვრო პუნქტი და ადგილობრივი მოსახლეობა მოინახულეს.

 

გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფ, რაიმონდს ვეიონისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში შექმნილი ვითარება გააცნო და მავთულხლართების მიღმა მოყოლილი საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტებზე გაამახვილა ყურადღება.

 

ორი ქვეყნის პრეზიდენტები სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ზოლში მცხოვრებ დათა ვანიშვილსა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ, და ადგილზე არსებულ პრობლემებს გაეცნენ. დათა ვანიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს მიწის დამუშავებისათვის ხელის ტრაქტორი თხოვა, პრეზიდენტი მარგველაშვილი კი, თავის მხრივ, მას ამ თხოვნის შესრულებას დაჰპირდა.

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით ხურვალეთში და მინდა მადლობა გადავუხადო ლატვიის პრეზიდენტს, როგორც ჩვენს მეგობარს, რომელსაც ვაჩვენეთ ის ისტორიული უსამართლობა, რომელიც ხდება ამ სოფელში კონკრეტულად, ჩვენს მიწა-წყალზე. ჩვენ ვაჩვენეთ ის ხელოვნური ბარიერები, რომელიც აღმართულია ევროპის ერთერთ ქვეყანაში. 
მინდა ვთქვა, ძალიან ნათლად, რომ ევროპაში ასეთი ხელოვნური კედლები აგებულა, მაგრამ არცერთი დარჩენილა ბოლომდე და აი ეს უსამართლობა, რაც აქ ტრიალებს, ბუნებრივია, დაიძლევა - დაიძლევა ძლიერი ევროპული საქართველოს და ქართველი ხალხის გამთლიანების ემოციით. 

 


ჩვენთვის განსაკუთრებით ემოციურად მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენი მეგობრები მოდიან აქ, რომ საკუთარი თვალით ნახონ ეს უსამართლობა. მინდა კონკრეტულად მადლობა ვუთხრა ლატვიელ ხალხს, ლატვიის პრეზიდენტს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისა და იმისთვის, რომ პირადად მოვიდა ამ გამყოფი ხაზის სანახავად”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა სოფელ ხურვალეთში მედიასთან გაკეთებულ კომენტარში.

 

ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებით სამწუხაროა თანამედროვე სამყაროში და სუვერენულ სახელმწიფოში მსგავსი სიტუაციის არსებობა, როდესაც მავთულხლართები ყოფს ქვეყანას ორ ნაწილად.

 

„ეს მავთულხლართები, ასევე ჰყოფს ოჯახებსა და საცხოვრებელ ეზოებს და, რა თქმა უნდა, ლატვია არასდროს აღიარებს რუსეთის მხრიდან ასეთ ქმედებებს და ოკუპაციას. ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ საქართველოს მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მე ვფიქრობ, რომ თითოეული ქვეყნის სუვერენულობა და დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია, და ჩვენ ვიმუშავებთ ამ სიტუაციის მოსაგვარებლად. იმედი მაქვს, რომ ერთად მივაგნებთ ხერხს ამ პრობლემის გადასაჭრელად", - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?