არასამთავრობო ორგანიზაცია "გრასის" წარმომადგენელი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში მკაფიო და გამოკვეთილი უნდა იყოს და კონკრეტულ მესიჯებს უნდა შეიცავდეს.
ელენე ხოშტარია წერს:
„დაუშვებელია ამ ვითარებაში უკრაინაზე შემდეგი მესიჯები:
- შიდა არეულობა, შიდა პრობლემები..
-სამოქალაქო დაპირისპირება
- მოვუწოდებთ ორივე მხარეს...
- ვაიმე როგორ ვწუხვართ
უნდა იყოს:
- რუსეთია პრობლემის წყარო
-ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს, მათ შორის რუსეთთან მიმართებაში
-არ შეიძლება იმ პრეცედენტის დაშვება 21 საუკუნის ეროპაში, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს თავისუფალ არჩევანს სისხლით ახშობდეს რუსეთი
- ევროპის ფასეულობები და ინტერესებია ეხლა რისკის ქვეშ და არა უბრალოდ მაიდანის, უკრაინის ან საქართველოსი.“