allmedia.ge-ს დამფუძნებელი: შსს-ს სურს, ზეწოლით მათქმევინოს ტყუილი

Image

მედია სააგენტო ''allmedia'-ს საქმე წინასაარჩევნოდ გახდა აქტუალური, როდესაც ქართული ოცნების მაჟორიტარმა კანდიდატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდეს, რომ გაერკვიათ ვინ იდგა ოლმედიას უკან და გამოეძიებიათ ასევე ვინ იყვნენ ის ათასობით ადამიანი, რომლებმაც ოლმედიის სახელით გაიარეს აკრედიტაცია.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტო "ოლმედიის" დამფუძნებელმა გიორგი ქართველიშვილმა მედიასთან ისაუბრა და მისი დაკითხვის დროს მასზე ზეწოლის ფაქტზე გაამახვილა ყურადღება.

 

"მოგეხსენებათ, ჩემს გარშემო და ჩემი კომპანიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, რაც წინასაარჩევნოდ დაიწყო, კვლავ გრძელდება. აღნიშნულის შესახებ ვიყავი დაბარებული შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვის მიზნით, თუმცა რეალური მიზეზი სხვა არის და მათ სურთ დაშინებით, ზეწოლით ვთქვა ტყუილი და საზოგადოება შევიყვანო შეცდომაში.

 

მათი სურვილი იყო, თქვენთვის განმეცხადებინა, რომ აღნიშნული დამკვირვებლები ჟურნალისტები არ არიან და არიან შავი დაჯგუფებები ნაციონალური მოძრაობის მიერ შექმნილი უბნების დასარბევად. თუ მე ამას არ გავაკეთებდი, დამაკავებდნენ, როგორც ერთ დროს დააკავეს ნარკოტიკის ჩადებით როსტო (ლევან როსტოშვილი - ჟურნალისტი, ტელეწამყვანი,-რედ.).

 

არ ვაპირებ მათი მითთებების შესრულებას, რაც არ უნდა მათ სურდეთ ჩემი დევნა პოლიტიკური თუ სამსახურეობრივი საქმიანობის გამო, მე ყოველთვის ვიბრძოლებ ამ უსამართლობის წინააღმდეგ..." - აღნიშნული განცხადება მედიასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურის თანამშრომელმა და მედია სააგენტო ოლმედიის დამფუძნებელმა გიორგი ქართველიშვილმა გააკეთა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !