
მოლდოვაში ,სადაც საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთს პრორუსი იგორ დოდონი და პროევროპელი მაია სანდუ უპირისპირდებოდნენ, წინასწარი შედეგებით, ხმათა 55% დოდონმა დააგროვა.
მან განცხადება უკვე გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი გამარჯვება გარდაუვალია.
"დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნებში გავიმარჯვეთ. ჯერ კიდევ გრძელდება ხმის მიცემის პროცედურა ოკეანის გაღმა. თუმცა ამეტაპზე ჩვენ უკვე მივიღეთ ხმების 50%-ზემეტი. ჩვენ გავიმარჯვეთ”, - განაცხადა იგორ დოდონმა.