
ვერძი
საინტერესო შეხვედრების, გავლენიანი ადამიანების გაცნობა გელით. კარგი დღეა შოპინგისთვის. ახლობლებისთვისაც შეიძინეთ საჩუქრები.
კურო
მთელი დრო და ყურადღება სამსახურის ვალდებულებებს უნდა დაუთმოთ. დაასრულეთ დაწყებულ ისაქმეები. ეცადეთ, დღეს არავის არაფერს დაპირდეთ, არაიღოთ საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულება.
ტყუპი
"ცაში ფრენა", რათქმაუნდა, კარგია, მაგრამ სამსახურის საქმეებსა და საოჯახო ვალდებულებებსაც ნუ დაივიწყებთ. შეიცვალეთ ვარცხნილობა, იმიჯი.
კირჩხიბი
შეხვედრებით დატვირთული დღე გელით. ახლობლები მოსვენების უფლებას არ მოგცემენ, ყველას სჭირდება თქვენი დახმარება. თუმცა, საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში უნდა გაატაროთ.
ლომი
სამსახურის საქმეები, საოჯახო ვალდებულებები დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ და დარჩენილი დრო დასვენებას, მეგობრებთან შეხვედრასა და გართობას დაუთმეთ.
ქალწული
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად, მაგრამ მოერიდეთ ავანტიურასა და საეჭვო ადამიანებთან ხელშეკრულების გაფორმებას. საღამო საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარეთ.
სასწორი
საინტერესო საქმიანი დაშემოქმედებითი იდეები გაგიჩნდებათ. მთავარია, გარშემომყოფების მხარდაჭერა, ისინი რომ განახორციელოთ. დაიწყეთ ვარჯიში.
მორიელი
მეტად გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. თუმცა, დაქორწინებულები მეუღლს ნუ აეჭვიანებთ.
მშვილდოსანი
იყავით გულახდილი გარშემომყოფების მიმართ, მაგრამ სამომავლო გეგმებსა და საიდუმლოებებს ნუ გაამხელთ. გაიფართოეთ სამეგობრო წრე. კარგი დღეა შემოქმედებით საქმიანობისა და ვარჯიშის დასაწყებად.
თხისრქა
მხიარული დღე გელით, უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი. მეტი ყურადღება გმართებთ ფინანსურ იდოკუმენტების მოწესრიგებისას, ფული მოზომილად ხარჯეთ.
მერწყული
შემოქმედებითი იდეების განხორციელების დღეა. დილიდან შეიქმენით სასიამოვნო განწყობა და ნაკლები ყურადღება მიაქციეთ მცირე უსიამოვნებებს.
თევზები
მხიარული და ენერგიული ხართ, დაასრულეთ დაწყებული საქმეები, რათა უქმეები სურვილისამებრ გაატაროთ და დაისვენოთ. საღამოს შეუარეთ მეგობრებს, რათა შინ არ მოიწყინოთ.