-
2016-10-12 16:56
მოსკოვში, რკინიგზის სადგურ ცარიცინოსთან ორმა მოძალადემ 24 წლის ქალი რიგრიგობით გააუპატიურა. ამის შესახებ „ლაიფნიუსი“ იტყობინება.
ორი მამაკაცი 24 წლის ქალს ფეხდაფეხ აედევნა და თავს მაშინ დაესხა, როცა ის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა. მოძალადეებმა ქალი ლიანდაგებისკენ, სიბნელეში გადაათრიეს, სანაგვე ურნებს მოეფარნენ და რიგრიგობით გააუპატიურეს.
დაზარალებულმა მოგვიანებით თვითონ შეძლო სადგურის მორიგეებამდე ხმა მიწვდინა, თუმცა, ამ დროს მოძალადეები გაქცეული იყვნენ. რკინიგზელებმა ქალი პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს.
მოგვიანებით სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს, რომლებშიც დაზარალებულმა მოძალადეები ამოიცნო. ეჭვმიტანილები ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.