ჯაფარიძე: ვაპირებ, მეორე ტურში ხმა მივცე კონსტიტუციური უმრავლესობის საფრთხის წინააღმდეგ

Image

ახალი პოლიტიკური ცენტრის "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას და კონსტიტუციური უმრავლესობის საფრთხის წინააღმდეგ ხმის მიცემას გეგმავს. ამის თაობაზე ზურაბ ჯაფარიძემ "ფეისბუქში" დაწერა. 

 

"მე არ მჯერა, რომ არჩევნების მეორე ტური ტოვებს მნიშვნელოვან შანსს ოცნებამ არ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა.

 

არც იმის მჯერა, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ (რაც ცალსახად სწორი გადაწყვეტილებაა) რამდენიმე ’რამაზ ნიკოლეიშვილი’ პრინციპულობის მაგალითს გვაჩვენებს.

 

მეტიც, მე მჯერა, რომ სამწუხარო რეალობა, რომელშიც აღმოვჩნდით, მნიშვნელოვანწილად სწორედ ნაციონალური მოძრაობის დამსახურებაა.

 

ენმ-მა არ შეცვალა არსებული საარჩევნო სისტემა, რადგან სჭირდებოდა ძალაუფლების შესანარჩუნებლად,

 

ენმ-მა არ შეამცირა ბიუროკრატია რადგან სჭირდებოდა ’ადმინიატრაციული რესურსი’ ძალაუფლების შესანარჩუნებლად,

 

ენმ-მა, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ისევე როგორც მერე, გააკეთა ყველაფერი რომ წარმოდგენილიყო როგორც ’ერთადერთი პროდასავლური ძალა’ პოლიტიკურ ველზე,

 

ივანიშვილმა, უბრალოდ, გამოიყენა ყოველივე ეს და აქვს დიდი შანსი მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა მომავალ პარლამენტში.

 

მე ასევე არ მჯერა რომ ოცნება/ივანიშვილი აპირებს საქართველო მოწყვიტოს ევროპას და წაიყვანოს ევრაზიის კავშირისკენ.

 

არც იმის მჯერა, რომ ივანიშვილი კრემლიდან იღებს ინსტრუქციებს.

 

მაგრამ, საკონსტიტუციო უმრავლესობა არის საფრთხე ყველასთვის და ყველაფრისთვის, მათ შორის ოცნებისთვისაც, მიუხედავად იმისა მოგწონს ოცნება თუ არა.

 

აქამდე არ გამიკეთებია არანაირი მოწოდება. გირჩის წევრები თუ მხარდამჭერები თავისუფალი ადამიანები არიან და თავად იღებენ გადაწყვეტილებებს.

 

არც ამ ტექსტით ვაპირებ ვინმეს რამისკენ მოვუწოდო, მაგრამ მინდა ჩემი პოზიცია გავხადო საჯარო:

 

მე ვაპირებ არჩევნების მეორე ტურში მისვლას და ხმის მიცემას საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხის წინააღმდეგ.

 

მესმის რომ შანსები ძალიან, ძალიან პატარაა, მაგრამ ჩემთვის ეს პრინციპის საკითხია და ვალდებულებაა ჩემი შვილების წინაშე, "- წერს ზურაბ ჯაფარიძე. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !