
პაატა ბურჭულაძის პარტიის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ხუმრობას, თითქოს მსოფლიო ბანს პარტია კი არა, დამკრძალავი ბიურო აქვს გახსნილი, სადაც წრეს შემოუვლიან და გადიან, გორიდან მედეა აბაშიძე ეხმიანება.
ტვ "თრიალეთთან" მან აღნიშნა, რომ ამ იუმორისტულ პასაჟში ბიძინა ივანიშვილს დაასწრო, როცა იხუმრა, რომ გორში ქვემოთ კუბოებია, მაღლა კი - მკვდრები. როგორც აბაშიძე განმარტავს, მან გორის "ქართული ოცნების" შტაბის ოფისი იგულისხმა, რომელიც სწორედ დამკრძალავი ბიუროს ზემოთ, მეორე სართულზე განლაგებული, რამაც ქალაქში ახალი ხუმრობის გაჩენას შეუწო ხელი: გორში დაბლა კობოებია, მაღლა კი - მკვდრები...