-
2016-09-28 14:31
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ნაგოვიცინი 2008 წლის 10 აგვისტოს აცხადებდა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები ის არ არის, რაც 15 წლის წინ, საბჭოთა ქონების გაყოფის დროს იყო.
"ქართული არმია ის არაა, რაც იყო 15 წლის წინ, როცა სსრკ-ს სამხედრო ქონების გაყოფა მოხდა: ახლა ის თანამედროვე, მაღალ დონეზე მომზადებული, მობილიზებული საჯარისო დაჯგუფებაა, რომელიც თანამედროვე იარაღითაა აღჭურვილი, კარგადაა გაწვრთნილი, მომზადებული და პრაქტიკაში აქვს მიღებული გამოცდილება თუნდაც იგივე ერაყში ".
ამასთან, რუსულ ტელეარხებზე ექსპერტები მაშინ ამბობდნენ, რომ რუსეთისთვის წარმოუდგენელი იყო 58-ე არმიის ჯგუფის განადგურება და ქართველების მიერ თვითმფრინავების ჩამოგდება, თუმცა ეს მოხდა.
რუსეთის დუმის დეპუტატი, ალექსანდრე კლინცევიჩი კი ამბობდა, რომ იმ მომენტისთვის (რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომისთვის) საქართველოს არმია მსოფლიოში ყველაზე კარგად მომზადებული ძალა იყო.