-
2016-09-23 21:54
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ლაივის დროს, როდესაც მოქალაქეთა შეკითხვებს უპასუხა, არ დააკონკრეტა, როდის აპირებს დაბრუნებას საქართველოში.
ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებლის შეკითხვა სწორედ ამ საკითხს ეხებოდა, როცა ის დაინტერესდა, აპირებდა თუ არა სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას 5 ოქტომბერს. ამ შეკითხვაზე მიხეილ სააკაშვილმა ასე უპასუხა:
"დავბრუნდები თუ არა 5 ოქტომბერს? მოდით, ინტრიგა დავტოვოთ, რა... ნუ ანერვიულებთ იმ კაცს, ისედაც ახლახან დალია სტაფილოს წვენი... მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები!", - თქვა მან, ლაივის ბოლოს კი დაამატა:
"მომენატრა ჩემი ვენახი, მომენატრა ანაკლია, მომენატრა ბევრი რამ, რა ვიცი... ივანიშვილის გარდა, ყველანი მომენატრეთ..."