
კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში ცეცხლსასროლი იარაღისგან მიღებული ჭრილობით ჟურნალისტი - ვიაჩესლავ ვერემეი გარდაიცვალა.
ვერემეის ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა მუცელში ჰქონდა მიღებული. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
როგორც თვითმხილველები „ფეისბუქში“ წერენ, ვიაჩესლავ ვერემეი უკრაინულ გაზეთ „ვესტის“ ჟურნალისტი იყო. გაზეთი მართლმადიდებლობასთან დაკავშიორებულ თემებზე აქვეყნებს სტატიებს, რამდენიმე გვერდს კი მიმდინარე პოლიტიკურ ამბებს უთმობს.