
ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ზუგდიდში ჟურნალისტებთან ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, შეხვედრის შემდეგ კი ის ასევე, ხმაურის ფონზე გააცილეს ქალაქიდან. შეძახილებს შორის ფრაზა „წადი“ ყველაზე ხმამაღლა ისმოდა.
შეხვედრის ადგილას, კულტურის სახლის წინ შეკრებილი იყვნენ მუშები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში, ხოლო ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათ დაპირებული თანხა არ გადაუხადა. ადგილზე იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერებიც.