ზაზა ბიბილაშვილი "კოლაბორაციონისტ ღორებს" მიმართავს

Image

ენმ-ს წევრი, იურისტი ზაზა ბიბილაშვილი "ფეისბუქზე" მიმართვას ავრცელებს, რომლის ადრესატი, სტატუსის აღწერილობის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რესპუბლიკელი თინათინ ხიდაშელია. 

 

"დღეს ერთი რესპუბლიკელის მორიგ ენითაუწერელ უტიფრობას გადავაწყდი - ნაციონალებზე ამბობდა, ასე როგორ არ გიყვართ სამშობლოო... ხოდა, ამის პასუხად, მინდა ვუთხრა მას და ყველა მისებრ "მოაზროვნეს":

 

1989 წლის 9 აპრილის მერე თქვენი ლიდერი კომპარტიაში შევიდა.

 

2004 წელს გადაუდექით ვარდების რევოლუციის შედეგად ხელისუფლებაში მოსულ ნაციონალურ მოძრაობას, რადგან ვერ მიიღეთ ის პრივილეგიები, რომლებსაც ითხოვდით (საკონსტიტუციო ცვლილებები, ცხადია, არაფერ შუაში იყო, თორემ აგერ მეოთხე წელია მთლიანად კონსტიტუციის მიღმა იმართება ქვეყანა და სრულ ნეტარებაში ხართ).

 

2005 წელს პირველად გახვედით ქუჩაში ჯღანას, რეკეტიორებისა და, ზოგადად, ქურდული სამყაროს დასაცავად, ამ კრიმინალებისადმი ქართული პოლიციის მოპყრობა კი 9 აპრილს შეადარეთ.

 

2007 წელს იმ შულავერის კომიტეტად შერაცხული გუნდის აქტიური წევრი იყავით, რომელიც შს მინისტრის „დაძინებას“ და, ამ გზით, ხელისუფლებაში მოსვლას გეგმავდა.

 

2009 წელს იმათ ედექით გვერდში, ვინც ამერიკის საელჩოს წინ მართავდნენ აქციებს და რეგიონში „ამერიკის გეოპოლიტიკურ ინტერესებს“ ებრძოდნენ.

 

2009 წელსვე მხარს უჭერდით აჯანყებას მუხროვანის სატანკო ნაწილში. რომ არა სააკაშვილის ხელისუფლების სწორი ქმედებები, ათასობით ადამიანი დაიღუპებოდა და ქვეყანა ქაოსში გადაეშვებოდა - ისევე, როგორც 1990-იანების დასაწყისში.

 

2011 წლის 26 მაისს მხარს უჭერდით ძალას, რომელიც საქართველოში გრუ-ს სპეცნაზის შემოყვანას ამზადებდა.

 

2011 წლის ბოლოდან უბირი ოლიგარქის მოჯამაგირეები გახდით და მას შემდეგ ინაწილებთ პასუხისმგებლობას ყველა დანაშაულზე, რომლის მონაწილეც ხართ უშუალოდ ან რომელზეც თვალს ხუჭავთ.

 

ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ციხეებიდან გაათავისუფლეთ რუსი ჯაშუშები, რელიგიური ექსტრემისტები და საქართველოს წინააღმდეგ მებრძოლი მკვლელები და სეპარატისტები (ჩახალიანი, დუდაევი).

 

კაგებეშნიკი პაატა ზაქარეიშვილი თქვენი პარტიის უცვლელი წევრია.

 

ხოდა, თქვე (ბოდიში საზოგადოებასთან და) კოლაბორაციონისტო ღორებო! - პირი გამოირეცხეთ სანამ სიტყვათშეთანხმება „სამშობლოს სიყვარულს“ ახსენებთ და ამ სიყვარულის არქონას დასწამებთ იმ ადამიანებს, ვინც თქვენი ღალატისა და საბოტაჟის მიუხედავად, 2004-2012 წლებში საქართველო კრიმინალურ-კორუმპირებული რუსული ჭაობიდან წარმატებულ, მრავალმხრივ სამაგალითო სახელმწიფოდ აქცია..."

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !