
კიევში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად "ფოლკსვაგენი" და საპატრულო პოლიციის მანქანა დაზიანდა. სავარაუდოდ, ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფმა მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და პოლიციელთა მანქანას შეეჯახა, რის შემდეგაც ინსპექტორმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
პატრულის ეკიპაჟი გაჩერებული იყო, როცა ავარია მოხდა. ერთერთი პოლიციელი სხვა მანქანას ამოწმებდა. როგორც ჩანს, მძღოლი, რომელიც ღამის საათებში სწრაფად მოძრაობდა, ეკიპაჟს არ ელოდა და დაიბნა.