-
2016-02-01 22:58
ტვ "პირველის" გადაცემაში "რვიანი" მომღერალმა ირმა სოხაძემ ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის შესახებ საზოგადოების დაინტერესებაზე ისაუბრა და "ფეისბუქის" მომხმარებელთა რეაქციასაც შეეხო.
"მე არ ვარ "ფეისბუქზე", რადგან ამ უსაქმურობისა და სნობიზმის ატანა არ შემიძლია", - მომღერლის ამ სიტყვებს გადაცემის წამყვანის ვახო სანაიას რეპლიკა მოჰყვა: "იქ ძალიან ბევრი საქმიანი ადამიანია". "არა, ყველაზე არ ვამობობ, არამედ ამ შემთხვევაში როგორც იყო. ტელევიზიებსაც კი, ძალიან კარგ ტელევიზიებს დაავიწყდათ, რომ აბესალომის როლია, მეგობრებო, მთავარი...", - აღნიშნა ირმა სოხაძემ.