რეპორტაჟი დაღუპული ქართველი სამხედროების სამგლოვიარო ცერემონიალიდან

Image

ავღანეთში დაღუპულ სამი ქართველი სამხედრო პირის ცხედარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დაახლოებით 10:30 საათზე ჩამოასვენეს.

 

კაპრალ ალექსანდრე კვიწინაძის, უმცროსი სერჟანტის ზვიად დავითაძისა და კაპრალ ვლადიმერ შანავას პანაშვიდი ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში 19:00 საათზე გაიმართება, რის შემდეგაც მათ ცხედრებს თავიანთ სახლებში გადაასვენებენ.

 

აეროპორტში იმყოფებოდა შეირაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი, რომელმაც ცხედრების გადმოსვენებისას სამგლოვიარო მარში შეასრულა.

 

სამგლოვიარო ღონისძიებას თბილისის საერთაშორო აეროპორტში ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, მისი მოადგილეები, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობა, საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგელობა და სხვა პირები.

 

აეროპორტში იმყოფებოდნენ ზვიად დავითაძის, ალექსანდრე კვიწინაძის და ვლადიმერ შანავას ოჯახის წევრები და ახლობლები.

 

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ აეროპორტში სიტყვა წარმოთქვა:

 

"დღეს უმძიმესი დღეა საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის, საქართველოსთვის და განსაკუთრებით მეოთხე ქვეითი ბრიგადისთვის. სამშობლოსგან შორს, სამშობლოს სამსახურში ზვიად დავითაძემ, ალექსანდრე კვიწინაძემ და ვლადიმერ შანავამ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის გაწირეს თავი. ეს იყო ჩემთვის პირადად დიდი დარტყმა, რადგან ამ გმირ ბიჭებთან ერთად შევხვდი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს შირგაზის ბაზაზე, პირადად გავიცანი ისინი. საქართველოსთვის თავის გაწირვა ღირსეულთა ხვედრია. დარწმუნებული ვიყოთ ყველა, რომ ამ ბიჭების თავდადება მიგვიყვანს ერთიან საქართველომდე. ღმერთი იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალების მფარველი!",- აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

 

ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროების ბაზაზე 13 მაისს, აქამდე ყველაზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა.

 

შემთხვევა ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა "შირგაზზე" 16:17 საათზე მოხდა. ბაზაზე, სადაც 42-ე ბატალიონია დისლოცირებული, თვითმკვლელმა ტერორისტმა და მეამბოხეთა ჯგუფმა იერიში მიიტანა. ძლიერი აფეთქების შემდეგ ტერორისტთა 5-კაციანი ჯგუფი ბაზაზე შეიჭრა. ქართველმა სამხედროებმა თავდასხმა მოიგერიეს და ყველა ტერორისტი ადგილზე გაანადგურეს.

 

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნის პატივსაცემად, 16 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდა. საქართველოს ყველა ადმინისტრაციული შენობის ფასადზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.

 

შეგახსენებთ, რომ დღემდე ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილე 22 ქართველი სამხედრო პირია დაღუპული.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !