
ტელეკომპანია "გურჯაანი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ კახეთის ერთერთ სოფელში არასრულწლოვანთა ინცესტის შედეგად გოგონა ძმისგან დაორსულდა და ამ დროისთვის ორსულობის მე-8 თვეშია.
სიუჟეტის მიხედვით, გოგონამ ძმასთან სქესობრივი ურთიერთობა თავისივე ნებით დაამყარა. ძმა პოლიციამ დააკავა, ხოლო გოგონა სოციალური მუშაკების ჩარევის შემდეგ სპეციალურ თავშესაფარშია გადაყვანილი. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ გოგონა ძმისგან იყო ორსულად, დედამისი ფსიქიკური აშლილობის გამო კლინიკაში მოხვდა.