
"შუსტერ ლაივში" უკრაინის შიდა პოლიტიკაზე და რეფორმებზე საუბრის დროს ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებაში რეფორმატორები არ არიან.
"არცერთი არ არის რეფორმატორი, ვერცერთ რეფორმატორს მე უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებაში ვერ ვხედავ, ვერ ვხედავ პრემიერში რეფორმატორს და ის, რომ ვიღაცას უწოდებენ რეფორმატორს, ეს არის თვითონ ამ ტერმინის პროფანაცია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
"ლაპარაკი იყო, რომ ხელისუფლებაში რეფორმატორები არიან და და რომ აივარას აბრომავიჩუსი ბრძოლის ველიდან გაიქცა - თუ ამას განვიხილავთ ბრძოლის ველად, ეს არის უკრაინის ხალხთან ბრძოლის ველი და არა რეფორმებისთვის ბრძოლის ველი. ეს არ არის რეფორმატორული ხელისუფლება - ხელისუფლება გადაქცეულია რეფორმების სასაფლაოდ, ჭაობად",
- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა და გამოსავლად პრემიერის გადადგომა და ხელისუფლების ზედა ეშელონების წმენდა დაასახელა. მან ასევე დაამატა, რომ თავად ურჩია გადადგომა ალექსანდრე კვიტაშვილს, როცა დაინახა, რომ მას რეფორმების გატერბის საშუალებას არ აძლევდნენ.