
მანჩო გიორგობიანი ნინო ორდენიძეს უპირისპირდება და ეუბნება, რომ როცა მათი მეგობრების ცოლებს აუპატიურებდნენ, მისი მეუღლე ლევან გვაზავა "რეჟიმის" ერთერთი მთავარი პირი იყო.
დაპირისპირება "იბერიის" ეთერში მოხდა, სადაც გოგი თოფაძის გამონათქვამის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია უნდა განხილულიყო, თუმცა, მანჩო გიორგობიანმა ნინო ორდენიძეს უთხრა, რომ ის პოლიტიკაში არ უნდა ჩარეულიყო სწორედ იმიტომ, რომ ლევან გვაზავას მეუღლეა. ამის შემდეგ განსახილველი თემა განზე დარჩა და მანჩო გიორგობიანი "სისხლიანი ცხრა წლის" განხილვაზე გადავიდა.