
საქართველოს პრეზიდენტმა (2004-2013 წ.წ.) მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ე.წ. „ქავერის“ სურათად საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის ფოტო დააყენა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააკაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე მოსამართლემ განაჩენი გაახმოვანა. სასამართლომ მერაბიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.