
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზურაბ ჭიაბერაშვილს ჯარიმა, ხოლო ვანო მერაბიშვილს, საბოლოოდ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და თანამდებობის დაკავების შეზღუდვა 1 წლით და 6 თვით მიესაჯა.
სასამართლომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ამასთან, ზურაბ ჭიაბერაშვილს რამდენიმე მუხლით წარდგენილი ბრალდება მოეხსნა, საბოლოოდ კი 50 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
საქალაქო სასამართლოს ეზოში იმყოფებოდნენ ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერები და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. დაცგვის მხარე განაჩენს, სავარაუდოდ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.