
იტალიაში მცხოვრები ქართველები და სამართალდამცველები 51 წლის ვალინა ანჩაბაძეს ეძებენ, რომელიც 11 თებერვალს გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა.
ქალბატონი იტალიაში ქალიშვილთან ერთად იყო წასული, ისინი თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარიდან არიან. დაკარგული ქალბატონის შესახებ ინფორმირებულია იტალიაში საქართველოს საკონსულოც, თუმცა, მათთვის ოფიციალურად ჯერ არ მიუმართავთ.