გაზრდილ ეკონომიკურ მაჩვენებელსა და შექმნილ სამუშაო ადგილებზე ისაუბრა ამერიკის სავაჭრო პალატის ინიციატივით გაიმართულ ღონისძიებაზე ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
„მოგეხსენებათ, ჩვენ ბოლოს 2,5%-ზე გვქონდა გადაანგარიშებული ჩვენი მაჩვენებლები. თუმცა, წლის ბოლოსთვის ჩვენ უკვე 2,8-3%-ს ველოდებით, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა არის ჯანსაღი, იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, შესაბამისად ეს ყველაფერი აისახება მოსახლეობაზე,“ - განაცხადა მინისტრმა.
ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან შეხვედრა მინისტრმა დღეს გამართა.