„რუსეთმა და რუსეთუმეებმა უნდა იცოდნენ: ჩვენ აქა ვდგავართ და სხვაგვარად არ ძალგვიძს“

Image

ზურაბ ჭიაბერაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე აცხადებს, რომ როგორიც უნდა იყოს განაჩენი, მათი რწმენა და თავდადება სამშობლოსადმი ურყევი დარჩება.

 

„12 საათზე ქუთაისის სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და ჩემი განაჩენი გამოცხადდება. რომ არა ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის გაცხადებული ინტერესი, რომ ვანო მერაბიშვილი ნებისმიერი ხერხითა და მეთოდით იჯდეს ციხეში, 100%-იანი დარწმუნებით ვიტყოდი, რომ გამამართლებელი განაჩენი იქნება.

 

თუმცა მაინც იმედი მაქვს იმის, რომ მოსამართლე გაუძლებს ამ ზეწოლას და იდგება კანონის და სიმართლის სადარაჯოზე.

 

მინდა მადლობა ვუთხრა ყველა გულშემატკივარს, ვინც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მამხნევებდა და მომავლის რწმენას მინერგავდა. ვეცდები, იმედები არ გაგიცრუოთ.

 

განსაკუთრებული მხნეობა მინდა ვუსურვო ვანო მერაბიშვილს, ბაჩო ახალაიას, ზურაბ შამათავას, ალექსანდრე გორგაძეს, ახლახან დუშეთსა და ხონში დაკავებულ ზურაბ ოტიაშვილს, ზურაბ ჯიბუხაიას, ბესარიონ ჭელიძეს და სხვა თანამებრძოლებს, რომლებიც დღეს, პოლიტიკური დევნის პირობებში, საპატიმროებში არიან. ჩემი განსაკუთრებული მხარდაჭერა მათ ოჯახებს - შვილებს, მეუღლეებს, მშობლებს, დებსა და ძმებს.

 

როგორიც არ უნდა იყოს განაჩენი ხვალ, ჩვენი რწმენა ამ ქვეყნის უკეთეს მომავალში ურყევია, ჩვენი თავდადება - გაუტეხელი. ჩვენ მხარეს არის სიმართლე - პიროვნულიც და ისტორიულიც.

 

ერთი წამითაც არ ვნანობ, რომ 2003 წლის 30 ნოემბერს საჯარო მოხელე გავხდი და საკმაოდ იმედისმომცემი აკადემიური კარიერა ისეთ, ერთი შეხედვით "უმადურ საქმეზე" გავცვალე, რასაც საზოგადო საქმის კეთება ჰქვია. პირიქით, მადლობელი ვარ მიხეილ სააკაშვილისა და სხვა თანამებრძოლების, რომ საშუალება მქონდა, ერთგულად ვმდგარიყავი ჩემი ქვეყნის სამსახურში.

 

ჩვენმა, იმ ადამიანების დევნამ, ვინც უამრავი რამ გაიღო თავისი ქვეყნისათვის, უკან არ უნდა დაახევინოს უამრავ ახალგაზრდას, რომელთაც საჯარო სამსახურში მოღვაწეობა სურთ. მათ არ უნდა იფიქრონ: ამათ თუ ასე უხდიან სამაგიეროს, ჩვენ რისი იმედი უნდა გვქონდეს. არავითარ შემთხვევაში. რუსეთს სწორედ ეს უნდა: ამ პოლიტიკური დევნით აპათიაში ჩაგვაგდოს, უიმედობის განცდა დაგვეუფლოს.

 

რუსეთმა და რუსეთუმეებმა უნდა იცოდნენ: ჩვენ აქა ვდგავართ და სხვაგვარად არ ძალგვიძს“.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !