
ოდესის ოლქის გუბერნატორმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქზე" თურქეთის პრეზიდენტთან რეჯიბ ტაიპ ერდოღანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და მინაწერით გამოეხმაურა რუსული "სუ-24"-ის ჩამოგდების ფაქტს.
"ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი თურქეთს, დღეს კი, ეს კიდევ უფრო გამყარდა", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ გვერდზე უკრაინულად, ინგლისურად და ქართულად.