-
2015-11-10 16:50
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი სერგი კაპანაძე დღეს გავრცელებული, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ფრაგმენტებიდან გამომდინარე ასკვნის, რომ "პოსტ"რუსთავი-2"-ის ეპოქაში" მთელი რიგი შეზღუდვებია მოსალოდნელი.
"როგორც დღეს გავიგეთ, პოსტ-რუსთავი 2-ის ეპოქაში:
- შეიზღუდება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, მაგალითად, მათთვის უცხო ქვეყნიდან მიღებული დაფინანსების აკრძალვის, ან შეზღუდვის გზით;
- პრეზიდენტი გამოსახლდება რეზიდენციიდან და გადაყვანილ იქნება უფრო "მომცრო" რეზიდენციაში, საიდანაც ვეღარ შეძლებს ცინიზმის ეგრერიგ გამოსხივებას;
- უცხო ქვეყნის დიპლომატებს და საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკულად განწყობილ წარმომადგენლებს მორიგჯერ განემარტებათ, რომ არ ჩაერიონ ჩვენს შიდა საქმეებში, რამეთუ ჩვენ არ ვერევით მათ საქმეებში და არავის ჭკუას არ ვასწავლით;
ეს მხოლოდ დღეს რაც გამოჩნდა. შეგიძლიათ განავითაროთ წარმოდგენა და ფანტაზია...
ჰოდა, არ იქნება ეგ პოსტ-რუსთავი 2-ის ეპოქა! აგერ ნახავთ!"