ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძეს 12-12 წლით პატიმრობა მიესაჯათ
2015-10-30 13:23
ე.წ. კორტების საქმეზე ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძეს პატიმრობა განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიესაჯათ. მოსამართლემ აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ 5 ყოფილ პოლიციელს ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.
ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძეს თავისუფლების აღკვეთა 12 წლით, კახაბერ ნაკანს 6 წლით, ლევან ბეროძეს 3 წლით, ხოლო გრიგოლ კვინიკაძეს 4.6 წლით მიესაჯა.