ქიბარ ხალვაში: „მაგ საქმეს მოვიგებ და მერე ვნახოთ, ვინ პაიკია და ვინ შვანცკი“

Image

ტელეკომპნია „კავკასიის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნინო ჯანგირაშვილის კედელზე „ფეისბუქში“ „რუსთავი-2“-ის მფლობელობაზე პრეტენზიის მქონე ქიბარ ხალვაში დისკუსიაში ჩაერთო. დისკუსია ნინო ჯანგირაშვილის სტატუსს მოჰყვა. საზოგადოების მაღალი ინტერესეიდან გამომდინარე, გთავაზობთ რამდენიმე მოსაზრებას ამ დისკუსიიდან.

 

ნინო ჯანგირაშვილი:

 

„მაინტერესებს : რომ გამოვიდე და ოფიციალურად განვაცხადო, რომ რაღაც კომპანია მილიონ დოლარად ვიყიდე, დოკუმენტურად და ბუღალტრულად კი მხოლოდ 50 000 დოლარის გადახდა მქონდეს დაფიქსირებული, არ დამიჭერენ?“.

 

გთავაზობთ ამ სტატუსის ქვეშ ქიბარ ხალვაშის კომენტარებს განსახილველ დავასთან დაკავშირებით, სადაც კარგად ჩანს მისი პოზიცია. კომენტარები ერთობლიობას არ წარმოადგენს, ანუ, ერთ ჯერზე დაწერილი არაა და ისინი სტატიაში გამოყოფილია ერთმანეთისგან. ეს არ გახლავთ დისკუსიის სრული ვარიანტი. დისკუსიის ასლი სქრინშოტების სახით ინახება რედაქტორთან.

 

ქიბარ ხალვაში სასამართლო პროცესზე და მის მოტივაციაზე:

 

„მე არ ვთვლი, რომ ჩემი იმიჯი ამით შეილახება, მე სხვა გზა არ დამრჩა. მარტო ტელევიზია კი არა კიდე ბევრი რამე გამინადგურა პირადად სააკაშვილმა რომლის საკუთრებაშიც არის რუსთავი2 , პლუს რვა წელი ემიგრაცია. არავითარი უხერხულობის გრძნობა არ გამაჩნია, ნეტა კიდე ბევრ რამეს მივწვდე“;

 

„იმ საბუთს ბეჭედი არ ჭირდება. ის რაღაც ფურცელი არის კომპანიის ბალანსი რომელიც იყო 2006 წლის ნოემბერში. მილიონებს ჩანთით თქვენ რომ იცავთ ისინი ატარებდნენ ქვეყანა რომ გადაიყოლეს და ახალი წესრიგი შექმნეს. შემეშალა რომ მათთან ვმეგობრობდი, შესაბამისად მე ჩემი წილი დანაშაულის წილი ვიზღვიე, ცემს მეგობრებთან, თანამშრომლებთან, ნათესავებთან და ბავშვებთან ერთად. ასე რომ ჩემი ჯერი მორჩა. არავისთვის არაფერი არ "ამიხევია"'-

 

თუ გინდა დაგიმტკიცებთ შენ რომ თვლი იმ ახეულებთან ერთად. ოღონდ მიშას რამეს ავახევდე და ნამუსი არ შემაწუხებს. ეს გაცილებით ნაკლებია რაც მიშამ და თქვენმა მეგობრებმა მაზარალეს. ხატვაც ვიცი , შრომაც და მათემატიკაც და ძალიან ბევრი მაქვს გაკეთებული რუსთავი2 თვის, იმაზე მეტი ვიდრე გვარამიას უკეთებია.

 

თქვენსგან განსხვავებით ადამიანებს პირად შეურწყოფას არ ვაყენებ, არც პირადი ინიციატივით და არც სხვისი მითითებით. პაიკები მოიკითხე მიშას ჯარში, ყველა რომ უნდა გაიწიროს, მეფე რომ გადარჩეს იმისთის. იმედია მაგ საქმეს მოვიგებ და ვინ პაიკია და ვინ შვანცკი ვნახავთ“ - ამ კომენტარით ქიბარ ხალვაშმა ექსპერტ ნინო დანელიას კომენტარს უპასუხა, რომელიც წერდა:

 

„ჯვარი აქაურიბას და ჯერ ერთი ხელისუფლება რომ მიყენებდეს სხვისი ქონების ამხევად და მერე მეორე, იმიჯის შელახვაზე როგორ ვილაპარაკებდი...

 

მილიონები რომ მეტარებინა ჩანთით და ოფიციალურად დამემალა ყიდვა-გაყიდვის პროცესი, ფული მეთეთრებინა, მერე მეთქვა, ლოგო მე დავხატე და უკანასკნელი გმირი მე შევქმენიო, რაღაც ციფრები წარმედგინა სასამართლოზე უბეჭდო, უბლანკო ქაღალდზე, რომელზეც ხელმომწერს არ აქვს საბუთი, რომ ის ფინანსური მენეჯერი იყო, მერე მთავარ მოწმეს რომ ეთქვა ჩემი მოწინააღდეგის ადვოკატისთვის, ჯენერალ მოტორსის სახელით რომ წარმოგედგინათ იგივე დოკუმენტი, უარს არ გეტყოდით დამტკიცებაზეო, ძალიან შემრცხვებოდა როგორც ორი ქვეყნის - საქართველოს და გერმანიის მოქალაქეს, როგორც ბრძანეთ. ისე, ცნობისთვის, არცერთ ამ ქვეყანას ორმაგი მოქალაქეობა არ აქვს... სიმართლეს ნეტა ცხოვრების რა ეტაპზე ლაპარაკობთ? რად გიღირთ ასეთი თავის მოჭრა საქვეყნოდ და საშვილიშვილოდ?“.

 

ქიბარ ხალვაში სასამართლოზე წარმოდგენილ ფინანსურ დოკუმენტზე, სადაც 2006 წლის ბალანსია ასახული და რომელსაც ხელს, „რუსთავი-2“-ის მხარის მტკიცებით, არარსებული ფინანსური მენეჯერი აწერს:

 

„...მე მქონდა სახლში კომპიტერში და ამოვბეჭდე. აი რუსთავი2ელებს რომ შეეძლოთ ყალბი დოკუმენტის საპირწონედ ორიგინალური დოკუმენტი 10 წუთში "ონლინრეჟიმში" ამოეღოთ და რაც სიმართლე ის ეჩვენებნათ, ხომ არ იქნებოდა დღევანდელი 6 საათიანი მასკარადი საჭირო“;

 

ქიბარ ხალვაში ლოგოზე და გადაცემების საავტორო უფლებებზე:

 

„ლოგოც და ხალი პროგრამებიც ჩემი ინიციატივით და ცემი რესურსებით შეიცვალა და ლიცენზიების უფლება შევიძინე რომ ბანკროტი და ჩაფლავებული კომპანია წუმპედან ამომეყვანა“;

 

ქიბარ ხალვაში სასამართლო პროცესზე:

 

„ურთმელიძის პროცესი არის პოლიტიზირებული მასკარადი მიშას მიერ. საწყენი ის არის, რომ ამ ჩახლართულ საქმეში რატომღაც გგონიათ რომ ის ტელევიზია მიშას უნდა ჰქონდეს , და მთელი ცხოვრება მდევნოს. არ არის მართალი“.

 

ნინო ჯანგირაშვილი:

 

„სასამართლო არ უნდა დაემსგავსოს ცირკს. საქმე უნდა განიხილოს კოლეგიამ და არა ერთმა მოსამართლემ. ვადები უნდა იყოს გონივრული. საქმეში ორი ფარატინა ფურცელი კი არ უნდა აფრიალონ, უნდა დაიკითხონ მოწმეები,მესამე მხარედ ჩართონ უამრავი ადამიანი, დაიკითხონ დვალი და აქიმიძე, მოხდეს რეალური სასამართლო გამოძიება, რა იყო, როდის იყო, ვინ იყიდა, ვისგან იყიდა, ვინ ვის წაართვა და ვინ ვის გადაუფორმა. მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნებოდა ფასი ჩემთვის სასამართლო გადაწყვეტილებას. და ქვეყნყისთვისაც სასარგებლო იქნებოდა ეს პროცესი. ვერც რუსთავი ორის ამჟამინდელი მფლობელი ამოიღებდა ხმას. მაგრამ ის სასამართლო პროცესი, რასაც ჩვენ ვუყურებთ, სამარცხვინოა და ნურავის ნუ გაუკვირდება, თუ ხელისუფლებისგან მართულს დაარქმევენ ამ პროცესს“.

 

„ადექით და თქვით, ვინ გადაიხადა მინიმუმ ექვსი მილიონი იმ 7 300 000 დოლარიდან. რატომ არ ამბობთ? რატომ არ გინდათ ოფიციალურად განაცხადოთ, რას დაარბენინებდნენ ქეისებით მიშა და მისი ხელისუფლების ბიჭები? კიდევ მე მემართლებით? დიდი ბოდიში, მაგრამ თქვენ გინდათ სიმართლე აქეთ–იქით ატრიალოთ როგორც დაგჭირდებათ. მოისმინეთ თქვენივე ინტერვიუ. შეიძლება პროკურატურისთვის სხვა სიმართლე არსებობდეს და სასამართლოსთვის სხვა?

 

განიხილოს მაშინ სასამართლომ ყველა დეტალი, სიღრმისეულად, თავისი პოლიტიკური კორუფციით, შავი ფულის ტრიალით, ჩაერთოს პროკურატურა და დაისაჯოს ყველა დამნაშავე. აი, მაშინ აღარ ვიტყვი რომ ეს არის ცირკი. ის კი, რაც დღეს ხდება მართლა ცირკია და ასე აღდგენილი “სამართლიანობა“ არ მგონია თქვენც რამეში გამოგადგეთ“.

 

ქიბარ ხალვაში:

 

„მე გადავიხადე. ის 6 ც და კიდე იმის იქითაც , და მერე მოგიყვებით ამ ყველაფერს. სიმართლე გითხრათ, არამარტო მე ჩემი პარტნიორების 35 იქით მიყვა. მეკუთვნის და იმედია მივიღებ“;

 

„პროკურატურაში დეტალური ჩვენება მივეცი. სამწუხაროა რომ ამას შედეგი არ მოჰყოლია“;

 

ქიბარ ხალვაში მიხეილ სააკაშვილზე:

 

„თქვენი პრობლემა ის არის რომ მიშა და ქვეყანა გაიგივებული გაქვთ. პირიქით, ღმერთით მიშას წავართმევ და ქვეყანას დაუბრუნდება“.

 

„ისტორიკოსი არ ვარ მაგრამ ვერ მოვიფიქრე მიშასნაირი რომელი იყო დასავლეთი რომ ააშენა. ერთი მიშასნაირი ვიცი ჰიტლერი იყო და ქვეყანაში მისი პარტია და სახელის ხსენება აიკრძალა. თავიდან ლიბერალი იყო ისიც და ხალხისთვის "ზრუნავდა".

 

ამავე თემაზე ნახეთ ეს სტატია

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !