-
2015-10-24 22:21
"NDI-ს კვლევას მე დავარქვი „ნაცმოძრაობის სიზმარი. რაც ელანდებოდათ ის ეზიმრებოდათ. ეს არის თურმანიძის კვლევები, შეთანხმებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“", - განაცხადა ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტვ "იმედთან" ინტერვიუს დროს.
"უფრო პირდაპირი ვიქნები, იმიტომ რომ ბევრი სამუშაო გავწიე ამ მიმართულებით. მე ამ კვლევებს არ მივიჩნევ NDI-ის კვლევად. მე ამ ორანგიზაციის და ასევე IRI-ის მიმართაც პატივისცემით ვარ განწყობილი. შესაბამისად, საეჭვო სიტყვაც არ მომიბრუნდება ამ ორგანზაზციების მიმართ. ისინი ბევრ კვლევას აფინანსებენ და ამას კიდევ გააგრძელებენ. რაც შეეხება კვლევებს, ამ კვლევებს აწარმოებს NDI-ის შემთხვევაში, თურმანიძე მე მგონი და IRI-ის შემთხვევაში ცქიტიშვილი, ესენი არიან „ნაცმოძრაობის“ წევრები", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-11-30 17:01
-
2016-11-29 16:37
-
2016-06-26 12:48
-
2016-03-30 18:14