-
2015-10-16 15:23
დღეს ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე პოსტერების გაკვრისთვის დაკავებულ თამარ ჩერგოლეიშვილს, ლექსო მაჭავარიანსა და სტუდენტ გოგონას დღესვე გაათავისუფლებენ.
როგორც "ტაბულის" იურისტს განუცხადეს, დაკავებულ "ტაბულის" დირექტორს თამარ ჩერგოლეიშვილს, გენერალურ პროდუსერ ლექსო მაჭავარიანს და სტუდენტს ნახევარ საათში გაათავისუფლებენ. შემდეგ კი, სასამართლო პროცესი ჩაინიშნება.
ისინი 150-ე მუხლით დააკავეს, რაც თვითმმართველი ერთეულის დამახინჯებას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ ხვალ კანცელარიასთან გაზპრომთან მოლაპარაკებების წინააღმდეგ 16:00 საათზე აქცია გაიმართება.